პირ-პანჯალი
იერსახე
| პირ-პანჯალი | |
|---|---|
პირ-პანჯალი | |
| კოორდინატები: 33°53′36″ ჩ. გ. 74°29′19″ ა. გ. / 33.89333° ჩ. გ. 74.48861° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ჯამუ და ქაშმირი ჰიმაჩალ-პრადეში გილგიტ-ბალტისტანი |
| უმაღლესი წერტილი | ინდრასანი |
| სიმაღლე | 6221 მ |
| სიგრძე | 450 კმ |
პირ-პანჯალი, პანჩალადევა (ინგლ. Pir Panjal Range) — ქედი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და პაკისტანის ჩრდილოეთში.[1] წარმოადგენს მცირე ჰიმალაის დასავლეთ მხარეს. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 450 კმ-ზე, მდინარე კიშანგანგიდან მდინარე ბიასამდე. აბსოლუტური სიმაღლე 6221 მ (მთა ინდრასანი). მაღალი მწვერვალია აგრეთვე დეო-ტიბა (6001 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია პირ-პანჯალი (3485 მ) და ბანიჰალი (2832 მ). ჰიმალაისაგან გამოყოფილია ქაშმირის ხეობით.[1] აგებულია კირქვებით, ანდეზიტებითა და ბაზალტებით. კალთები ციცაბოა, დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. თხემი ბასრად დაკბილულია, მწვერვალები თოვლიანი. ბევრია მყინვარული ტბა, კარული მყინვარები უმეტესად ჩრდილოეთ კალთაზეა.[2] შემოსილია ხშირი, უმთავრესად წიწვოვანი ტყით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირ-პანჯალი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Пир-Панджал. ციტირების თარიღი: 2025-12-10
- ↑ Пир-Панджал ru. ციტირების თარიღი: 2025-12-10