პირდაპირი მოქმედება (საფრანგეთი)
იერსახე

„პირდაპირი მოქმედება“ (ფრანგ. Action directe) — მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია საფრანგეთში. გამოდიოდა პროკომუნისტური, ანტიიმპერიალისტური ლოზუნგებით. მოქმედებდა 1979–1987 წლებში.
ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნატალი მენიონი იყო. „პირდაპირი მოქმედების“ ყველაზე გახმაურებულ ტერაქტთა სიაში შედის: 1980 წელს ოსლოს აეროპორტის აფეთქება, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა; რენოს გენერალური დირექტორის ჟორჟ ბესას მკვლელობა. 1979–1981 წლებში ამ ორგანიზაციის შემოსავალმა, ბანკების ძარცვისა და ადამიანების გატაცების შედეგად, 100 მლნ ფრანკს მიაღწია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Action directe დაარქივებული 2019-04-12 საიტზე Wayback Machine. .