პიკვიკის კლუბის ჩანაწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიკვიკის კლუბის ჩანაწერები
სრული სათაური The Posthumous Papers of the Pickwick Club
საერთო სათაური The Pickwick Papers
ავტორი ჩარლზ დიკენსი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი დიდი ბრიტანეთი
გამოცემულია 1837
ქართულად თარგმნა მერი იანქოშვილი და ნათელა კეშელავა

პიკვიკის კლუბის ჩანაწერები (ინგლ. The Pickwick Papers) — ჩარლზ დიკენსის რომანი. მისი მთავარი მოქმედი გმირები არიან კლუბის დამაარსებელი პიკვიკი და მისი მეგობრები. ნაწარმოების გმირები მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან და არ უხდებათ არსებობსთვის ბრძოლა. მათ არ ახასიათებთ ეგოიზმი, მომხვეჭელობა და თვალთმაქცობა, სწორედ ამიტომ ისინი ცხოვრებაში ხშირად ცდებიან. იმ სამყაროში, სადაც სიცრუე და ორპირობა სუფევს, მათ პატიოსნებას სიბრიყვედ მიიჩნევენ.

ნაწარმოებში მთავარ გმირთა უიღბლო ფათერაკებთან ერთად ვხვდებით მხიარულებით აღსავსე ეპიზოდებსაც, რომლებიც აქარწყლებენ მძიმე განწყობილებას. წიგნში საბოლოოდ სიკეთე სძლევს ბოროტებას, სევდიანი სურათები ადგილს უთმობენ მხიარულ განწყობილებას. რომანი სავსეა იუმორითა და ოპტიმიზმით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაირა მამუკელაშვილი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 52