პიეტრო დ’აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიეტრო დ’აბანო

პიეტრო დ’აბანო (დ. 1250 — გ. 1316) — იტალიელი ექიმი, ფილოსოფოსი, ასტროლოგი. დაიბადა აბანოში ქალაქ პადუასთან ახლოს. ასწავლიდა მედიცინას პადუას უნივერსიტეტში. როგორც ნეოპლატონიკოსი და ავეროესის მიმდევარი დააპატიმრა ინკვიზიციამ და პადუას ციხეში გამოამწყვდია. პატიმარი საგამოძიებო პროცესის დამთავრებამდე ციხეშივე გარდაიცვალა 1316 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, გვ. 46, თბ., 2007