შინაარსზე გადასვლა

პიეზომეტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიეზომეტრი

პიეზომეტრი (ბერძ. piezō — ვაწვები, ვკუმშავ და metreō — ვზომავ) — მოწყობილობა, რომელიც ჰიდროსტატიკური წნევის ზემოქმედებით ზომავს ნივთიერების მოცულობის ცვლილებას. პიეზომეტრიული გაზომვებით ადგენენ ნივთიერებათა კუმშვადობის მონაცემებს, იკვლევენ მათი მდგომარეობის დიაგრამებს, აგრეთვე ფაზურ გადასვლებსა და სხვა ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს.

განასხვავებენ პიეზომეტრის 2 ძირითად ტიპს:

  • I ტიპის პიეზომეტრში გამოსაკვლევი ნივთიერების მასა (M) მუდმივია, მისი მოცულობა (V) კი იცვლება წნევისა (p) და ტემპერატურის (T) შეცვლასთან ერთად. მას იყენებენ აირების, სითხეებისა და მყარი სხეულების კუმშვადობის დასადგენად.
  • II ტიპის პიეზომეტრში M ცვლადია, გამოსაკვლევი ნივთიერების შემცველ ჭურჭლის მოცულობა კი არ იცვლება. დიდი სიბლანტის სითხეებისა და მყარი სხეულების გამოსაკვლევად ამ ტიპის პიეზომეტრს არ იყენებენ.

მაღალი წნევის პირობებში (р ~ 108—1010 პა) სითხეებისა და მყარი სხეულების კუმშვადობის დასადგენად იყენებენ ყვინთას ან დგუშის ტიპის პიეზომეტრს. თუ (р >~ 10-9—1010 პა) კუმშვადობას საზღვრავენ სხვა ხერხით. მაგ. ; რენტგენული სტრუქტურული ანალიზის მეთოდებით. ჰიდროსტატიკური წნევის ქვეშ სხეულის წრფივი ზომების ცვლილებას ზომავენ წრფივი პიეზომეტრით.