პერცოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერცოვის სახლი
Дом Перцова
კოორდინატები 59°55′34″N 30°21′32″E / 59.9262° ჩ. გ. 30.3588° ა. გ. / 59.9262; 30.3588
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1910-1912
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802720000

პერცოვის სახლი (რუს. Дом Перцова) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. საშემოსავლო სახლი. აგებულია მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მისამართი ლიგოვსკის პროსპექტი, სახლი № 44. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1910-1912 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ მიწის ნაკვეთის ისტორია, რომელზეც მდებარეობს პერცოვის სახლი, იწყება XIX საუკუნის დასაწყისიდან. თანამედროვე ლიგოვსკის პროსპექტის ადგილზე მდებარეობდა ლიგოვსკის არხი, რომელიც გათხარეს ჯერ კიდევ 1718-1725 წლებში, გენერალ გრიგორ სკორნიაკოვ-პისარევის ხელმძღვანელობით. 1891 წელს არხი მილში მოაქციეს და ამოავსეს. 1882 წელს ააშენეს სამსართულიანი ქვის სახლი და ასეთივე სახლი ფლიგელით. ამ სახლში განათავსეს ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულების ფაბრიკა. 1906 წელს შენობაში განათავსეს გამომცემლობა „Донская речь“.

სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა 1911-1912 წლებში. სახლი აღჭურვეს ამერიკულ სტილში, 400 სხვადასხვა ზომის ბინა, 18 ლიფტი, ტელეფონები, სამკითხველო და სხვა. სასტუმროსთან არსებული რესტორანი საკმაოდ ძვირი იყო ლიგოვკის ღარიბი მოსახლეობისათვის.

სხვადასხვა წლებში სახლში განთავსებული იყო: 1915-1917 წლებში გამომცემლობა „Арс“, 1917-1918 წლებში ცენტრალური კომიტეტის მემარცხენე ესერების ჟურნალ „Наш путь“-ის რედაქცია. 1920-1930-იან წლებში შენობა დაიკავეს ოქტომბრისა და მურმანსკის რკინიგზის მუშებმა. 1993 წელს განათავსეს დრამატული თეატრი, რომელიც დააარსეს 1989 წელს და მუშაობდა რეჟისორ მიხეილ ლევიშინის ხელმძღვანელობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]