შინაარსზე გადასვლა

პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრი

პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის პერმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რუს. Пермский академический театр оперы и балета имени Петра Ильича Чайковского), რუსეთის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური თეატრი. შენობა აგებულია 1878 წელს. აქ მუშაობდნენ თავლსაჩინო დიროჟორები. ბ. პლოტნიკოვი, უ. ავრანეკი, ა. მარგულიანი, ი. ფალიაშვილი, ა. პავლოვ-არბენინი, ა. პაზოვსლი და სხვები. 1920-დან სახელმწიფო თეატრია. საბალეტო დასი ჩამოყალიბდა 1926 წელს. 20-იანი წლების შუა ხანიდან დადგმული ოპერებიდან აღსანიშნავია: კოვალის „სევასტოპოლები“ (1946, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947), სტეპანოვის „ივანე ბოლოტნიკოვი“ (1950; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა. 60-70-იანი წლების საუკეთესო დადგმებია: ვერდის „ტრუბადური“ (1964), მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (1965), ჩაიკოვსკის „ორლეანელი ქალწული“ (1969) და სხვა. საბალეტო სპექტაკლები: ხაჩატურიანის „სპარტაკი“ (1969), პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“ (1972), ბარტოკის „სასწაულებრივი მანდარინი“, სტრავინსკის „პულჩინელა“ (1973). 1946 წელს თეატრი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით; 1965 წელს მიენიჭა პეტრე ჩაიკოვსკის სახელი (1974 წლისთვის თეატრს დადგმული ჰქონდა ჩაიკოვსკის ყველა სცენური ნაწარმოებები 10 ოპერა და 3 ბალეტი); 1960 წლიდან აკადემიური თეატრია.

1972-1976 წლებში აქ მუშაობდა ქართველი მომღერალი ი. კავსაძე.