პერიპატეტიკოსთა სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არისტოტელეს (პერიპატეტიკოსთა) სკოლა — 1880 წლის ნახატი

პერიპატეტიკოსთა სკოლა (ბერძ. peripateo — ვსეირნობ) — არისტოტელეს მიერ ლეიკეიონში დაარსებული სკოლა; სახელი დაერქვა არისტოტელეს ჩვეულების გამო — ესეირნა ლექციის დროს. პერიპატეტიკოსთა სკოლის ისტორიას 3 პერიოდად ყოფენ: პირველ პერიოდში სკოლა ემყარებოდა არისტოტელეს პრინციპებს (თეოფრასტე, ევდემელ როდოსელი და სხვა), II პერიოდში ცდილობნენ არისტოტელეს ტელეოლოგიზმის საპირისპიროდ მოვლენატა მატერიალურ ახსნას (სტრატონ ლამფსაკოსელი და სხვა), III პერიოდში კი ძირითადად არისტოტელეს კომენტირებას ეწეოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]