პაულ გუსტავ ფიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაულ გუსტავ ფიშერი
დაიბადა 22 ივლისი, 1860
დაბადების ადგილი კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 1 მაისი, 1934 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი გენტოფტე, დანია
ეროვნება დანიელი
ჟანრი ნიუ, cityscape და პორტრეტი

პაულ გუსტავ ფიშერი (დ. 22 ივლისი, 1860, კოპენჰაგენი — გ. 1 მაისი, 1934, გენტოფტე, დანია)[1]დანიელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კოპენჰაგენში, პოლონური წარმომავლობის ებრაულ ოჯახში. მისი მამა თავდაპირველად მხატვარი იყო, მაგრამ შემდეგ წარმატებული მეწარმე გახდა საღებავების და ლაქების წარმოებაში.[2] პაულ ფიშერმა ხატვა ჯერ კიდევ პატარაობაში, მამის ხელმძღვანელობით დაიწყო. ფორმალური სამხატვრო განათლება კოპენჰაგენში, დანიის სამეფო ხელოვნების აკადემიაში მიიღო, სადაც ორი წელი გაატარა.

ფიშერმა რეპუტაცია მოიპოვა მას შემდეგ, რაც თავისი ნახატი გამოაქვეყნა „Ude og Hjemme“-ში. შემდეგში ის თანამშრომლობდა ახალგაზრდა დანიელ ნატურალისტებთან. მისი ადრეული ნახატები ასახავს ქალაქურ ცხოვრებას, რის გამოც მას „კოპენჰაგენის მხატვარს“ ეძახდნენ.

1891-1895 წლებში პარიზში ყოფნის შემდეგ მის სურათებში ფერები უფრო ნათელი და მდიდრული გახდა. მალევე ის გახდა ცნობილი ქალაქის მხატვარი, რომელიც არა მარტო კოპენჰაგენის, არამედ სკანდინავიის, იტალიისა და გერმანიის ქალაქურ სცენებს ხატავდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო 1890-1910 წლებში.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paul Fischer (1860-1934)
  2. Paul Fischer (Danish, 1860–1934). artnet.com. ციტირების თარიღი: 2019-04-01.
  3. Paul Fischer from Obro Gallery. დაარქივებული 2016-09-23 საიტზე Wayback Machine. Retrieved 16 December 2008.