პატრიკ გორდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატრიკ გორდონი (დ. 21 მარტი, 1635 — გ. 29 ნოემბერი, 1699, მოსკოვი) — რუსი გენერალი და კონტრადმირალი, წარმოშობით შოტლანდიელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1655-1661 წლებში მსახურობდა შვედეთის და პოლონეთის არმიებში. 1661 წლიდან იყო რუსეთის სამეფოს სამსახურში. მონაწილეობდა ჩიგირინისა (1676-1678) და ყირიმის (1687, 1689) ლაშქრობებში. 1689 წელს ბუტირის პოლკის მეთაურად ყოფნისას, მხარი დაუჭირა პეტრე I-ს და ხელი შეუწყო მის გამარჯვებას მეფის ასულ სოფიოზე. იყო პეტრე I-ის ერთ-ერთი მასწავლებელი და რეგულარული არმიის შექმნის შთამაგონებელი. აზოვის ლაშქრობების დროს ხელმძღვანელობდა საალყო სამუშაოებს. 1698 წელს ხელმძღვანელობდა სტრელეცების აჯანყების ჩახშობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]