პატარა თელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარა თელა

პატარა თელა (ლათ. Ulmus minor Mill.) — შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე. 25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მუქი რუხი ფერი, გლუვი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა, ნორჩობაში შებუსული, შემდეგ კი — შიშველი. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებული ან უკუკვერცხისებურია, სიფრიფანა, 12სმ სიგრძისა და 6 სმ სიგანის, კიდეზე ხერხკბილა, ზემოდან შიშველი ან ხაოიან-წამწამისებურად ბეწვიანი, ღია მწვანე ფერია, ქვედა მხარე უფრო მკრთალი, მეტწილად მოფენილია წითელი წერტილოვანი ჯირკვლებით, ფოთლის ყუნწი გრძელია. ყვავილები მოკლეყუნწიანია და გვერდულ კონებადაა შეკრებილი.

გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2022, გვ. 800