პაგინაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პაგინაცია (ლათ. pagina — გვერდი) — ნაბეჭდი გამოცემის გვერდების რიგითი ნუმერაცია. გვერდების ნომრების აღსანიშნავად ხმარობენ კოლონციფრებს (გვერდის ზემო ან ქვემო ნაწილში).

პაგინაცია ჰქვია აგრეთვე ნაბეჭდი ნაწარმოების გვერდების რაოდენობას (ცალკე ჩადებული გვერდების, რუკების, დამატებების ჩათვლით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]