ოქტომბრის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტომბრის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
47°40′51″ ჩ. გ. 40°12′23″ ა. გ. / 47.68083° ჩ. გ. 40.20639° ა. გ. / 47.68083; 40.20639
დაარსდა 1967
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა სოფ. კამენოლომნი, ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი
დირექტორი ოქსანა კისლიაკოვა
Map

ოქტომბრის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Народный историко-краеведческий музей Октябрьского района) — მუზეუმი სოფ. კამენოლომნში, ოქტომბრის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მუზეუმის მისამართი: 346480, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სოფ. კამენოლომნი, შოსეს შესახვევი, სახლი № 10.

ისტორია და აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის 9 მაისს ოქტომბრის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად სოფელ კამენოლომნიში შეიქმნა საბრძოლო დიდების მუზეუმი. მუზეუმი განთავსდა რკინიგზის კულტურის სახლის ერთ-ერთ ოთახში. ამ პერიოდში მუზეუმში ხდებოდა პიონერების მიღება ალკკ-ის რიგებში. დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში (1967-1977 წწ.) საზოგადოებრივ საწყისებზე იყო მუზეუმის დირექტორი იყო გ. სუვოროვი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მასალებისა და ექსპონატების შეგროვებაში.

მოგვიანებით სოფელში ააშენეს შენობა მუზეუმისათვის. 1978 წელს მუზეუმის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმი უპატრონოდ დარჩა და დაიკარგა რამდენიმე ექსპონატი და დოკუმენტები.

1987 წელს მუზეუმი კვლავ გაიხსნა. მის დირექტორად დაინიშნა თევდორე პრისუხინი, მას კოლექციის არდგენაში დიდი დამხარება გაუწია გადამდგარმა პოლკოვნიკმა ი. კასიანოვმა, რის შედეგადაც 1987 წლის მაისისთვის ექსპონატების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, ხოლო 1996 წელს მუზეუმისთვის დამატებითი სათავსოები გამოჰყვეს.

ამჟამად მუზეუმი განთავსებულია ორ დარბაზში: ერთ-ერთია ისტორიული დაბაზი, ხოლო მეორე საბრძოლო და შრომითი დიდების დარბაზი. მუზეუმის ფონდი მოიცავს 860 ერთეულ ექსპონატს.

მუზეუმის ექსპონატები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: „წერილობითი წყაროები“, „ფოტოგრაფია“, „ნუმიზმატიკა“, „ისტორიული საბრძოლო მასალები“, „იარაღი“, „ფერწერა“. ფერწერის ფონდში შედის მხატვრისა და პოეტის ა. კასილევაიას ნამუშევრები.

1992 წელს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ მუზეუმს მიანიჭა „სახალხო მუზეუმის“ სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]