ოფშკვითის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოფშკვითის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში.

დარბაზული ეკლესია გეგმაში სწორკუთხაა, აღმოსავლეთიდან გაშლილი, ნახევარწრიული აფსიდით. მასში თაღოვანი სარკმლის ორსავე მხარეს თითო ნიშია მოთავსებული. საკურთხეველი დარბაზიდან გამოიყოფა განიერი მხრებით. მათზე გადაყვანილი სატრიუმფო თაღი, რომელიც სადა პროფილის იმპოსტებს ეყრდნობოდა. ამათგან განსაკუთრებულია ჩრდილოეთ მხარეს სატრიუმფო თაღის ქვედა ქვა და იმპოსტი. შიდა ტერიტორიის გადამხურავი კამარა შემაგრებული იყო ერთი საბრჯენი თაღით. გრძივ კედლებზე შემორჩენილია საბრჯენი თაღის ქვედა ქვები და კრონშტეინები. დასავლეთ კედლის თაღიც კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში დატანებული თითო თაღოვანი ფორმის სარკმლით და გრძივ კედლებში მოთავსებული ორი წყვილი ფართო, თაღოვანი სარკმლებით. შესასვლელი სამივე კედელშია ჩაყოლებული. შიგნიდან მათ სარკმლების მაგივრად თაღოვანი, გარედან კი ფორმა აქვს. ნაგებობის ასაშენებლად გამოყენებულია შერეული მასალა. გვხვდება ფლეთილი ქვა და უხეშად დამუშავებული კვადრები. ძირითადად კედლებისთვის, ხოლო კვადრები კონსტრუქციული ნაწილებისა და კუთხეებისთვის. ეკლესიის კედლები გარედან და შიგნიდანაც დაფარული ყოფილა სქელი ნალესობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9432