ოფურჩხეთის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოფურჩხეთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის მცირე ფრაგმენტი. კედელს შემოცლილი აქვს საფასადე ქვები. კედლის შიდა სტრუქტურა ნაშენია დუღაბითა და ფლეთილი ქვით. ინტერიერის მხრიდან იკითხება ფილაქვებით ამოყვანილი ოთხკუთხა ფორმის საკურთხევლის ნიშა. ეკლესიას შემოუყვება ქვით ნაგები გალავანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39384