ოფიცერთა სახლი (ტომსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოფიცერთა სახლი
Дом офицеров
კოორდინატები 56°28′38″N 84°56′57″E / 56.477222° ჩ. გ. 84.949167° ა. გ. / 56.477222; 84.949167
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
არქიტექტორი კონსტანტინ ლიგინი
დაწყების თარიღი 1898
დასრულების თარიღი 1900
გახსნის თარიღი 1900
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7010025000

ოფიცერთა სახლი (რუს. Дом офицеров) — ძველი შენობა ტომსკში, აგებულია 1898-1900 წლებში არქიტექტორ კონსტანტინ ლიგინის მიერ, გამოიყენება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ადგილზე 1840-1850-იან წლებში მდებარეობდა ტომსკელი ოქროს მწარმოებელი მილიონერის ფილოსოფ გოროხოვის საკუთრება დიდი ბაღით. მოგვიანებით, ქონების მესაკუთრე გაკოტრდა და 1894 წელს მთავარ, ხის სახლი დაიწვა.

გამოთავისუფლებულ ადგილზე კომიტეტმა ა. ე. კუხტერინის, ნ. ი. ბელიაევის, ნ. პ. მეჟენინოვის, კ. კ. ლიგინისა და ი. ლ. ფუქსმანის[1] შემადგენლობით გადაწყვიტა აეშენებინათ ქვის სახლი საზოგადოებრივი საჭიროებებისათვის.

კონსტანტინ ლიგინის მიერ აშენებულ სახლში განათავსეს ტომსკის საზოგადოებრივი კრება. ახალი შენობის საზეიმო გახსნა გაიმართა 1900 წლის 12 იანვარს. აქ იკრიბებოდნენ ვაჭრები, ჩინოვნიკები, ინტელიგენცია. შენობას ჰქონდა ტომსკში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, საკონცერტო დარბაზი 1 000 კაცზე, სადაც იმართებოდა გასართობი თუ საქველმოქმედო ღონისძიებები[2]. სახლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე რეგულარულად იმართებოდა კონცერტები, რომლებზეც გამოდიოდნენ ცნობილი რუსი მსახიობები ვერა კომისარჟევსკაია, რუსეთის თეატრების მსახიობები გრიგორ გე, მამონტ დალსკი, ვასილი დალმატოვი, მარია პეტიპა, კონსტანტინ ვარლამოვი, ასევე მომღერლები ლეონიდ სობინოვი, პავლე ორლენევი, ანასტასია ვიალცევა და სხვები.

ქალაქში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საზოგადოებრივი კრება გადაკეთდა სამუშაო კლუბად. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს აქ განთავსებული იყო სამხედრო ჰოსპიტალი.

საბჭოთა მმართველობის პირველ წლებში შენობა გაარემონტეს და 1922 წელს აქ გაიხსნა დიდი საქალაქო თეატრი. შემდეგ აქ მუშაობდა კონოთეატრი. 1931 წელს შენობაში გაიხსნა წითელი არმიის სახლი, რომელსაც 1945 წლის 1 სექტემბრიდან ეწოდება ოფიცერთა სახლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]