ოფიცერთა სახლი (სანქტ-პეტერბურგი)
ოფიცერთა სახლი Дом офицеров | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′38″N 30°20′57″E / 59.943889° ჩ. გ. 30.349167° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ვილჰემ გაუგერი, ალექსანდრე დონჩენკო |
მოქანდაკე | მოდესტ ივანოვი, ალექსანდრე გოგენი |
სტილი | ფსევდორუსული |
თარიღდება | 1895-1898 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ოფიცერთა სახლი (რუს. Дом офицеров) — დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი სანქტ-პეტერბურგში, აშენდა 1895-1898 წლებში არქიტექტორების ვ. კ. გუგერის და ა. დ. დონჩენკოს მიერ. თავდაპირველი პროექტი შესრულდა არქიტექტორების ალექსანდრ გოგენის და მოდესტ ივანოვის მიერ. არსებული შენობა აშენდა ფსევდო-რუსულ სტილში. 1898 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ II-ის ბრძანებით აშენდა შენობა ოფიცერთა ასამბლეისთვის. სამუშაოებში ჩართული იყო სამხედრო ინჟინერი ნ. სმირნოვი. აღნიშნულ შენობაში განთავსებული იყო სამხედრო ცოდნის მიმდევართა საზოგადოება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ოფიცერთა კლუბს ეწოდა წითელი არმიის სახლი. 1950 წელს ოფიცერთა სახლში ჩატარდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი. ამჟამად, შენობაში განთავსებულია დასავლეთის სამხედრო ოლქის, სამხედრო ძალების ისტორიის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და ვეტერანთა საბჭო. დღეს, დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი რუსეთის არმიის წამყვანი კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აქ იმართება სამხედრო და მასობრივი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და კულტურული დასვენების ღონისძიებები. ასევე შენობაში არის 157 კაცზე გათვლილი კინოთეატრი და რესტორანი, რომელიც განთავსებულია ოფიცერთა ყოფილ სასადილოში. საკონცერტო დარბაზის გვერდით არის მუხა დარბაზი, სადაც პატარა კამერული კონცერტები და გასართობი ღონისძიებები ტარდება. აქვე განთავსებულია სხვა საზეიმო დარბაზები: „ვარდისფერი“ და „ლურჯი“ საცხოვრებელი ოთახები, „კუთხის ოთახი“ და „კრემლის ოთახი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Тарасов М. Я. Офицерское собрание в Санкт-Петербурге (1898–2006) // История Петербурга. — 2006. — № 4(32). — С. 86–91.
- Тарасов М. Я. Памятнику военной архитектуры 110 лет (1898–2008) // История Петербурга. — 2008. — № 5(45). — С. 81–89.