შინაარსზე გადასვლა

ოუენ ფარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოუენ ფარელი

ოუენ ფარელი 2015
პირადი მონაცემები
სრული სახელი ოუენ ენდრიუ ო'ლოფლინ ფარელი
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1991
დაბადების ადგილი Billinge Higher End, ინგლისი
სიმაღლე 188 სმ
წონა 92 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი სარასენსი 2008–დღემდე
პოზიცია ჰავბეკი, ცენტრი
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ინგლისი 2012–დღემდე
თამაში 112
ქულა 1237
Owen Farrell ვიკისაწყობში

ოუენ ენდრიუ ო'ლოფლინ ფარელი (ინგლ. Richard Owen Andrew O'Loughlin Farrell; დ. 24 სექტემბერი, 1991) — ინგლისელი პროფესიონალი მორაგბე. ის თამაშობს ჰავბეკის პოზიციაზე ინგლისურ კლუბ, სარასენდში.

2012 წლიდან, ფარელი გამოდის ინგლისის სახელით. ოუენ ფარელი, არის სანაკრებო რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე, მას 100-ზე მეტ სანაკრებო თამაშში 1000 ქულაზე მეტი აქვს ჩაწერილი საკუთარ ანგარიშზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სათამაშო პოზიცია ჰავბეკია, ის ხშირად ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე თამაშობს.

მამისი, ენდი ფარელი არის ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი.

ადრეული ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარელი დაიბადა 1991 წლის 24 სექტემბერს უიგანის მეტროპოლიტენში, დიდ მანჩესტერში, ინგლისში, ბილინჯ ჰაიერ ენდში.[1]

ფარელმა, რაგბი ლიგის თამაში მშობლიურ ქალაქში რვა წლის ასაკში დაიწყო უიგან სენტ პატრიქსში. 2005 წელს, როდესაც მამამისი სარასენდსის წევრი გახდა მთელი ოჯახი ჰარპენდენში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 13 ან 14 წლის ასაკში პირველად შეიყვანეს რაგბის კავშირში სათამაშოდ.[2]

მას ჰყავს ორი უმცროსი და, ელეშია და გრეისი, და ერთი უმცროსი ძმა, გაბრიელი.[3]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარელს ეკუთვნოდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის რეკორდი, ვინც კი ოდესმე გამოჩენილა ინგლისის პროფესიული რაგბის კავშირში, მან ითამაშა სარასენსში მე-17 დაბადების დღიდან 11 დღის შემდეგ, 2008 წლის 5 ოქტომბერს EDF ენერგიის თასზე. მოგვიანებით, 2009 წელს, მისი რეკორდი გააუმჯობესა ჯორჯ ფორდმა ლესტერ ტაიგერსის შემადგენლობაში.

2010-2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010-11 წლების სეზონში ფარელი იჯარით გადავიდა ბედფორდ ბლუზში. თუმცა, ის დაბრუნდა სარასენსში და გადამწყვეტი როლი შეასრულა 2010-11 Aviva Premiership-ის ფინალში. სადაც, გაიტანა 5 ჯარიდა და დადო 1 ლელო.[4]

ფარელი გახდა "მატჩის საუკეთესო მოთამაშე" ჰარლეკინსთან 26-14 გამარჯვების შემდეგ. სარასენსის მთავარმა მწვრთნელმა, მარკ მაკკოლმა პრესას განუცხადა: „ოუენმა თავისი ასაკის მიუხედავად გააკონტროლა თამაში. მას შეუძლია ერთნაირ დონეზე ითამაშოს ცენტრში ან ნახევარზე და ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ როგორც გამარჯვებით, ასევე მისი პერფორმანსით.“[5]

2013-2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოუენ ფარელმა ბევრი მატჩის ჩატარება ვწერ შეძლო, რადგან სეზონის განმავლობაში ტრამვები აწუხებდა. მიუხედავად ამისა მან სეზონის სტარტზე შეძლო გუნდთან ერთად ჰაინეკენის თასის ფინალში გასვლა, მაგრამ ფინალი დათმეს ტულონთან.

2014-2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ ლიგის ფინალში, ოუენ ფარელმა მატჩის საუკეთსო მოთამაშის ჯილდო მიიღო, სადაც 13 ქულა და 1 ლელო დააგროვა. ფინალი დასრულდა ანგარიშით, 28-16 სარასენდისის სასარგებლოდ.[6]

მომდევნო სეზონში მან მოიპოვა სეზონის საუკეთესო მექულის ჯილდო.[7] პრემიერ ლიგის ფინალში კი მისმა გუნდმა 28-20 დაამარცხა ექსტერი.[8]

2016-2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს ფარელმა გაასწრო გლენ ჯექსონს, როგორც სარასენსების ყველა დროის საუკეთესო მექულეს, მან კარიერაში 1548 ქულა დააგროვა. 2017 წლის მაისში ოუენი დაეხმარა სარასენსს ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებაში, ფინალში გაიტანა ორი გარდასახვა და სამი ჯარიმა და დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ.[9][10]

2018-2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს ფარელმა მეოთხედ მოიგო პრემიერლიგის ტიტული ექსეტერთან 27-10 გამარჯვების შემდეგ, ფინალში მან ორი ლელო გაიტანა.[11]

2019 წელს, ფარელმა ევროპის ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო და ფინალში 10 ქულა გაიტანა.[12] ამავე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგა მეოთხედ მოიგო.[13]

2020-2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აპრილში, ფარელმა უარი თქვა თავის £300,000 ხელფასზე, რათა სარასენდსს ფინანსური კრიზისიდან თავი დაეღწია. გუნდის ხელმძღვანელობამ, ასევე სხვა იმ ფეხბურთელებსაც სთხოვა მსგავსი რამ, რომლები £75,000-ზე მეტს გამოიმუშავებდნენ.[14]

2021 წლის აპრილში, ფარელი გახდა გუნდის კაპიტანი განუსაზღვრელი ვადით.

2022-2023[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარელმა ტერფის ტრავმა მიიღო, რამაც გალაჰერის პრემიერლიგის 2021–22 წლების სეზონის უმეტესი ნაწილი გამოატოვებინა, თუმცა მან მონაწილეობა მიიღო ფინალში ლესტერთან, რომელიც სარასენსმა წააგო 15–12.

2022 წლის აპრილში, ტერფის ორი ოპერაციის შემდეგ ოთხი თვე რეაბილიტაცია გაიარა და შემდეგ, მოედანს ჩვეულ ფორმაში დაუბრუნდა. ის დაეხმარა სარასენდს ექსტერის დამარცხებაში, რისი საშუალებითაც პლეიოფში გასვლა შეძლო გუნდმა. მისმა ინგლისელმა გუნდელმა, ჯეიმი ჯორჯმა ინტერვიუში განაცხადა: „ის იმდენად კარგია, რომ ჩვენს მთავარ მწვრთნელად გადაიქცა. ის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გუნდისთვის და ბევრს გვთავაზობს მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ. თავისი ხმით, თავისი მოქმედებებით, ის როგორც ემზადება, აჩვენებს ხალხს, თუ როგორ კეთდება ეს, მე ვერ ვისაუბრებ მასზე საკმარისად კარგად.“[15]

2023 წელს, ფინალში ფარელმა სამი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაიტანა, რისი საშუალებითაც გუნდა გამარჯვება შეძლო.

2024-დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის 22 იანვარს დადასტურდა, რომ ფარელი მოაწერს ხელს ტოპ14 მხარეს Racing 92-ს 2023/24 სეზონის ბოლოს.[16]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთი და ირლანდიური ლომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1x სატესტო სერიის მოგება: 2013 წელი
  • 1x სატესტო სერიის გათამაშება: 2017 წელი
  • 1x სატესტო სერიის მეორე ადგილი: 2021 წელი

ინგილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რაბგის მსოფლიო ჩემპიონატი / ვებ ელისის თასი
    • ვერცხლის მედალი 2019
    • ბრინჯაოს მედალი 2023
  • 3x ექვსი ერის ჩემპიონატი: 2016, 2017, 2020 წ
  • 1x გრანდ სლემი 2016 წ
  • 3x სამმაგი გვირგვინი: 2014, 2016, 2020 წ
  • 6x კალკუტას თასი: 2012, 2013, 2014, 2016, 2017, 2020 წ.
  • 2x ზაფხულის საერთაშორის ტურის მოგება: 2016, 2022
  • 1x შემოდგომის ერთა თასი: 2020 წ

სარასენსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 6x პრემიერშიპის რაგბი: 2011, 2015, 2016, 2018, 2019, 2023 წ.
  • 1x RFU ჩემპიონატი: 2021 წ.
  • 3x ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი: 2016, 2017, 2019

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2x ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2017, 2018
  • 3x მსოფლიო რაგბის კაცების 15 წლის საუკეთესო მოთამაშე ნომინაციები: 2012, 2016, 2017

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]