ოტაფისთავის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოტაფისთავის მღვიმე — კარსტული მღვიმე სოფელ ოტაფის (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 275 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. ძირითადი დერეფნის საშუალო სიმაღლე 3,5 მ, სიგანე 4 მ, ჯამური სიგრძე 1050 მ. მღვიმეში გადის ნაკადული, რომელიც გზადაგზა აჩენს ტბებს. ამ ტბებში აქვს სათავე მდინარე ოტაფს. გვხვდება ნგრეული, მდინარეული და ორგანოგენური ნაფენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]