ორიონი (სააქციო საზოგადოება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორიონი — სააქციო საზოგადოება, შეიქმნა 1999 წელს. თბილისის ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკის ქარხნის ბაზაზე. 1988 წელს ჩამოყალიბდა თბილისის საწარმოო გაერთიანება „ორიონი“, რასაც 1997 წელს ეწოდა სახაზინო საწარმო „ორიონი“, ხოლო 1999 წელს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

გაერთიანება შედიოდა ყოფილ სსრკ რადიომრეწველობის სამინისტროში, თავდაცვის კომპლექსში და აწარმოებდა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას: საჰაერო სივრცის კონტროლის მართვის ავტომატიზებულ სისტემებს, გადაცემის ავტომატიზებულ კომპლექსურ საშუალებებს, დიდ მანძილზე ვიდეოკონტროლის მოწყობილობებსა და საკონტროლო ხელსაწყოებს. 1992 წლიდან საწარმო უშვებდა ელექტრონული, ელექტროტექნიკური მანქანათმშენებლობის პროდუქციას, სახალხო მოხმარების საქონელს.

1990 წელს საწარმოოს სპეციალისტთა ჯგუფს (ზ. გუმბერიძე, ი. მეიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ა. ქევხიშვილი, დ. ყინია, მ. წულაძე, ზ. ჩხეიძე) 1988-1989 წლებში შესრულებული შრომისთვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერულ და ტექნოლოგიურ დარგში. ბოლო წლებში გამოშვებული პროდუქციიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საინჟინრო აკადემიური და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად (ხელმძრვანელი ა. ფრანგიშვილი) შექმინილი ელექტროენერგიის გასაღებისა და აბონენტებთან ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა, რასაც საწარმო უშვებდა აჭარის ენერგოკომპანიის დაკვეთით. ქარხნის პირველი დირექტორი იყო ი. მეიშვილი (1980-1993 წლები), რასაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა მის მშენებლობასა და საწარმოო გაერთიანების შექმნაში.

1993 წლიდან ორიონის დირექტორი იყო ჯ. კუხალაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]