ორთოკლაზი
იერსახე
| ორთოკლაზი | |
|---|---|
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | მურა-ყვითელი ან ვარდისფერი |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6,5 |
| სიმკვრივე | 2550-2580 კგ/მ³ კგ/მ³ |
ორთოკლაზი (ორთო... და ბერძნ. klásis – მტვრევა, გაპობა) — სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი; ქიმიური შედგენილობა К(АlSi3О8). მინარევებია: Na, Bа, Fe, Cа, Rb, Cs. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალებს პრიზმის ფორმა აქვს, ხშირია მრავალგვარი მრჩობლები. მურა-ყვითელი ან ვარდისფერია. ელვარებს მინისებურად. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2550-2580 კგ/მ³. მაგმური ქანების ერთ-ერთი ძირითადი ქანთმაშენი მინერალია, გვხვდება აგრეთვე პეგმატიტურ ძარღვებსა და მეტამორფულ ქანებში. იყენებენ კერამიკულ და მინის მრეწველობაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 570.