ორეხოვკის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორეხოვკის ჩანჩქერი
Orekhovsky waterfall in Sochi.JPG
ორეხოვკის ჩანჩქერი
კოორდინატები: 43°42′26″ ჩ. გ. 39°46′27″ ა. გ. / 43.70722° ჩ. გ. 39.77417° ა. გ. / 43.70722; 39.77417
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 27,5 
მდინარე ბეზუმენკა
ორეხოვკის ჩანჩქერი — რუსეთი
ორეხოვკის ჩანჩქერი
ორეხოვკის ჩანჩქერი — კრასნოდარის მხარე
ორეხოვკის ჩანჩქერი

ორეხოვკის ჩანჩქერი (რუს. Ореховский водопад) — ჩანჩქერი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მოქცეულია სოჭის ეროვნული პარკის ფარგლებში. სიმაღლით მეორე ჩანჩქერია სოჭის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ბეზუმენკაზე. სახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე ორეხოვკის დასახლებიდან. ოქტომბრის რევოლუციამდე ეწოდებოდა მელნიჩნი. სიმაღლე — 27,5 მ. ეროვნული მნიშვნელობის ბუნების ძეგლია. ჩანჩქერის ირგვლივ იზრდება მუხნარ-წაბლნარი, აგრეთვე გვხვდება ბზა, პონტოს როდოდენდრონი, სიახლოვეს კაკლის კორომებია. ფართო საზოგადებისთვის ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი ფოტოგრაფ-მოყვარულის ივანე სუტკოვოის წყალობით, რომელმაც ჩანჩქერის ფოტოგრაფია 1910 წელს გამოაქვეყნა. 1996 წელს ჩანჩქერის ტერიტორია კეთილმოწყობილი იქნა, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინადღეს რუსეთში გამოუშვეს მარკა, რომელზედაც ორეხოვკის ჩანჩქერია გამოსახული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]