ორგაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეტარყუჩობა ან ორგაზმი, სექსუალური კლიმაქსი (ძვ. ბერძნ. ὀργασμός; ὀργάω — სითხეთი ვიწვი ვნებისაგან) — სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, უკიდურესი აგზნება, რასაც მოყვება ნერვული დაცლა. ის შეიძლება გამოცდილი იყოს როგორც მამაკაცის ასევე ქალის მიერ. გამოიხატება მამაკაცის მიერ თესლის ეაკულაციაში. განასხვავებენ ქალის შემდეგი სახის ორგაზმებს: კლიტორულს, ვაგინალურს და შერეულს (კლიტორულ-ვაგინალურს).[1] ორგაზმი გამოხატულია ინტენსიური ფიზიკური სიამოვნების[2][3] შედეგად, ის კონტროლდება უნებლიეთ ან განზრახ ნერვული სისტემის მიერ. მას თან ახლავს მცირე მენჯის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ძირითადი სექსუალური ორგანოების გარშემოა. ხშირად ორგაზმი ასოცირებულია სხვა უნებლიე მოქმედებებთან, მათ შორის სხეულის სხვა ადგილებში კუნთების სპაზმებთან, ზოგად ეიფორიულ შეგრძნებებთან და ასევე ხშირად ხმასთან, ხმის ჟღერადობასთან — ე. წ. ვოკალიზაციასთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]