ორბეთი (საწარმო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ორბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ორბეთი.

ორბეთიVIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისის მინის საწარმოს ნაშთი, რომელიც აღმოჩნდა სოფელ ორბეთთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ტყეში. ძეგლი შესწავლილია გადანაყარში აკრეფილი ნივთების მიხედვით. სახელოსნოში მზადდებოდა მინის ჭურჭელი, სამაჯურები ბეჭდები, მოზაიკის კენჭები, სარკმლის მინები, ნაპოვნია სასმისების, სანელსაცხებლებისა და ბოთლის ნამტვრევები. მრავალფეროვნებით გამოირჩევა სასმისები. აღსანიშნავია მინანქრის საღებავებით მოხატული ჭურჭელი, რომლის აღმოჩენა პირველი შემთხვევაა საქართველოში. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის დანა, რითაც ოსტატებს მინის ჭურჭელზე სხვადასხვა ორნამენტი გამოჰყავდათ. ორბეთის მინის საწარმოში ამზადებდნენ ფერად (წითელი, ლურჯი, ცისფერი, სხვადასხვა ელფერის მწვანე, შავი, თეთრი, ყვითელი, ჭრელი) მინას. დიდი რაოდენობითაა შავი და ფერადი მინის ბეჭდები. შედარებით ნაკლებია ფერადი მინის სამაჯურები (გრეხილი, სადა), განსაკუთრებით საყურადღებოა ორბეთის მინის საწარმოს გადანაყარში ნაპოვნი კუბური მოყვანილობის სხვადასხვა ფერის (შავი, მწვანე, ცისფერი პქროსფერილი) მოზაიკის კენჭები. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მოზაიკის კენჭების წარმოების პირველი ფაქტობრივი დადასტურება. აქვე გვხვდება ფერადი სარკმლის მინის (ვიტრაჟის) ნატეხები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უგრელიძე ნ., მინა ძველ საქართველოში, თბ., 1961;