ოპერაცია ოქროს საწმისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ოქროს საწმისი“საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ აფხაზეთის ომის დროს განხორციელებული ოპერაცია ადგილობრივი ბერძნების კონფლიქტური ზონიდან ევაკუაციისთვის. 1993 წლის 15 აგვისტოს გემი სოხუმში ჩავიდა. მასზე ეკიპაჟის გარდა საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, სპეციალური დანიშნულების ძალების 30 მებრძოლი და ექიმები იმყოფებოდნენ. ოპერაციას ხელმძღვანელობდა საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი ვასილის დერტილისი. ოპერაციის შედეგად მოხდა 1015 ბერძენის ევაკუაცია.[1] გავრცელებული ცნობით, ოპერაციის განხორციელებამდე აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას 200 ბერძენი დაიღუპა. [2] [3]

სქოლიოს სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]