ომარ გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ომარ გიორგაძე (დ. 19 ნოემბერი, 1944, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969–1981 წლებში იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1981–1992 წლებში მოსკოვის ტრანსპლანტოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი. 1993 წლიდან ხელმძრვანელობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიულ კლინიკას. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის.

1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კალცინირებული მიტრალური სტენოზის ქირურგიული მკურნალობა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ქვეშ.“

1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „გულის გადანერგვის შორეული შედეგების შეფასება კლინიკო–ფუნქციონალური მეთოდებით.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 69

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]