ოლეგ ბასილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოლეგ ბასილაშვილი
Oleg Basilashvili 2014 ph. Dmitriy Dubinskiy.jpg
ოლეგ ბასილაშვილი 2014 წელს
დაბ. სახელი ოლეგ ბასილაშვილი
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი 1934
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957- დღემდე

ოლეგ ვალერიანის ძე ბასილაშვილი (რუს. Олег Валерианович Басилашвили; დ. 26 სექტემბერი 1934, მოსკოვი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1984). ბასილაშვილი წარმოშობით ქართველია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლეგ ბასილაშვილის მამა ვალერიან ბასილაშვილი იყო ინჟინერი, ხოლო დედა ირინა ილინსკაია — ლინგვისტი.[1] 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო აკადემიის თეატრთან არსებული ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია. მუშაობდა ლენინგრადის კომკავშირის სახელმწიფო თეატრში, 1959 წლიდან კი მოღვაწეობს ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში. ამ თეატრში მან 50-ზე მეტი როლი შეასრულა, მათ შორის ხლესტაკოვის (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ანდრია პროზოროვისა და ვოინიცკის (ა. ჩეხოვის „სამი და“, „ძია ვანია“), ლაფჩენკოს (ა. არბუზოვის „ირკუტსკული ამბავი“), სერპუხოვის (ლ. ტოლსტოის „ცხენის ამბავი“) და სხვა. კინოში იღებენ 1956 წლიდან. შესრულებული აქვს 40-მდე როლი. მსახიობს ფართო პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: „სამსახურებრივი რომანი“ (1977), „ვაგზალი ორისთვის“ (1982), „შემოდგომის მარათონი“ (1979) და სხვა. ბასილაშვილის სამსახიობო მანერისათვის დამახასიათებელია თავდაჭერილობა, სირბილე, ფაქიზი ფსიქოლოგიზმი, მომხიბლაობა.[2]

იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო 1990-1993 წლებში რსფსრ სახალხო დეპუტატი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.[3]

2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოლეგ ბასილაშვილი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მსახიობს ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში გადაეცა.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]