ოკლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ინგლ.Auckland University of Technology, მაორი.Te Wānanga Aronui o Tāmaki Makau Rau) — უნივერსიტეტიახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში. უნივერსიტეტი 2000 წლის 1 იანვარს დაფუძნდა, როდესაც 1895 წელს დაარსებულმა ტექნიკურმა კოლეჯმა მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი. 2020 წლის მონაცემებით უნივერსიტეტს გააჩნია სამი კამპუსი ოკლენდში: სითი, ნორდი და საუსი, ასევე სამი სპეციალიზებული ლოკაცია: AUT Millennium, Warkworth Radio Astronomical Observatory და ოკლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დევნილთა განათლების ცენტრი.[2]