ოთარ ტაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ ტაბიძე (დ. 30 მარტი, 1925, სოფელი ივანდიდი, წულუკიძის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 8 ივნისი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და საჭადრაკო კომპოზიტორი.

საჭადრაკო კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ტაბიძის პირველი საჭადრაკო ამოცანა 1939 წელს დაიბეჭდა. მას მოპოვებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდო საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში. 1947 წელს მისმა ორმა ამოცანამ საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის გამოცხადებულ კონკურსზე I-II პრიზები გაიყო, ხოლო 1957 წელს მან გაიმარჯვა საქართველოს საჭადრაკო კომპოზიტორთა პირველ ჩემპიონატში (სამსვლიანი ამოცანების განყოფილება). 1960-იან წლებში მან ამოცანების მთელი სერია გამოაქვეყნა იუგოსლავიის ჟურნალ "პრობლემში". ამავე ჟურნალის მიერ გამოცხადებულ სამსვლიანი ამოცანების კონკურსში მისმა ერთ-ერთმა ნაწარმოებმა პირველი პრიზი მოიპოვა.

რჩეული ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ტაბიძე
პრობლემი, 1967
I საპატიო შეფასება
abcdefgh
8
b7 white rook
a5 black king
a3 white bishop
a2 white pawn
e1 white king
8
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
შამათი 5 სვლაში (4 + 1)

ამოხსნა:

1. კc5
აქ ორი ვარიანტი იქმნება: 1. ... მფa4
2. ეb6 მფa5
3.კd4 მფa4
4.კc3 მფa3
5.ეa8#

1. ... მფa6
2.მფb4 მფa5
3.a4 მფa6
4.ეb8 მფa5
5.ეa8#
აღნიშნულ ამოცანაში შესრულებულია ექო-შამათები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 58.
  • გურგენიძე დ., ოთარ ტაბიძის საჭადრაკო ფილოსოფია, თბ., 1999.