ნ1 (რაკეტა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ–1 (რუს. Н-1, Носитель-1) — საბჭოთა რაკეტა-მატარებელი, რომელიც 60-იან წლებში თავდაპირველად მუშავდებოდა, როგორც ორბიტაზე მძიმე ტვირთების გამტანი რაკეტა, ხოლო 1964 წლიდან საბჭოთა მთვარის პროგრამის ძირითადი საფუძველი გახდა. ყველა მისი გაშვება წარუმატებელი გამოდგა.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება]

  • მასა – 2788 ტონა,
  • სიმაღლე – 105 მეტრი,
  • საწვავი – ნავთი,
  • მჟანგველი – თხევადი ჟანგბადი,
  • საფეხურების რაოდენობა – 3,
  • დიამეტრი – 16 მეტრი,
  • სასარგებლო ტვირთი (საბოლოო გეგმის მიხედვით) – 90 ტონა (200 კილომეტრიან ორბიტაზე).

პირველი გაშვება[რედაქტირება]

კომპლექს ნ1–ლ3 პირველი გაშვება 1969 წლის 21 თებერვალს წარუმატებლად დამთავრდა პირველ საფეხურში №2 ძრავის ხანძრის და ძრავათა კონტროლის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რომელმაც გაფრენიდან 68,7 წამის მერე გასცა ძრავების გამორთვის მცდარი ბრძანება. რაკეტა აფეთქდა 12,200 მეტრ სიმაღლეზე, აფრენილან 69 წამის შემდეგ.

მეორე გაშვება[რედაქტირება]

მეორედ ნ1 გაუშვეს 1969 წლის 3 ივლისს. პრაქტიკულად აფრენისთანავე რაკეტა პირველი საფეხურის № 8 ძრავის არასწორი მუშაობის გამო რაკეტა აფეთქდა. ეს იყო რაკეტების ისტორიაში უძლიერესი აფეთქება, რომელმაც მთლიანად გაანადგურა სასტარტო მოედანი.

მესამე გაშვება[რედაქტირება]

მესამეჯერ ნ1 გაუშვეს 1971 წლის 27 ივნისს. აფრენისთანავე რაკეტამ ბრუნვა დაიწყო და 51 წამის მერე აფეთქდა.

მეოთხე გაშვება[რედაქტირება]

მეოთხეჯერ ნ1 გაუშვეს 1972 წლის 23 ნოემბერს. რაკეტამ კარგად იფრინა 106,93 წამი, მაგრამ პირველი საფეხურის გამოყოფამდე 7 წამით ადრე მეოთხე ძრავის მჟანგველის ტუმბო განადგურდა, რასაც რაკეტის ლიკვიდაცია მოჰყვა.

წარუმატებლობის მიზეზები[რედაქტირება]

წარუმატებლობის ძირითად მიზეზად მიჩნეულია სწორედ ძრავების მეტისმეტად დიდი რაოდენობა – 30.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]