ნუტრიასებრნი
იერსახე
| ნუტრიასებრნი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Capromys pilorides | |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Capromyidae | |||||||||||
| |||||||||||
ნუტრიასებრნი (ლათ. Capromyidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 20-60 სმ (ყველაზე მოზრდილი სახეობის — ნუტრიისა ზოგჯერ 85 სმ აღწევს); სხეული დაფარული აქვთ უხეში ბეწვით და თივთიკით. საჭრელი კბილები მოზრდილია და დაფარულია ნარინჯისფერი მინანქრით. გავრცელებულია არიან სამხრეთ ამერიკაში. ოჯახში 5 გვარის 11 სახეობაა (მათგან 2 მთლიანად განადგურებულია, ხოლო 1 განადგურების გზაზეა); ყველაზე მეტად ცნობილია ნუტრია და ხუტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 489.