ნუმულიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნუმულიტები

Nummulites

(Nummulites < ლათ. numusus — პატარა მონეტა), გადაშენებული მსხვილი ერთუჯრედიანი ორგანიზმების გვარი ფორამინიფერების ქვეკლასისა. ნუმულიტების სპირალურად დახვეული ნიჟარის დიამეტრი 160 მმ აღწევს, ნიჟარის ზედაპირზე მხოლოდ გარე ხვეული მოჩანს. ხვეულები ტიხრებით მარტივ კამერებადაა დაყოფილი. ტიხრების გაგრძელებები ნიჟარის ზედაპირზე წარმოქმნის ტიხრის ხაზებს, ხოლო სვეტები — ხორკლებს. ნიჟარის კედლებსა და ტიხრებში განვითარებულია არხთა სისტემა. ნუმულიტები მიეკუთვნებიან უმნიშვნელოვანეს სახელმძღვანელო ნამარხთა ჯგუფს, რომელთა მეშვეობით ხდება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიული დანაწილება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 487, თბ., 1984