ნუგზარ კობახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუგზარ კობახიძე (დ. 22 დეკემბერი, [[1940]) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1969–1976 წლებში მუშაობდა ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987 წლიდან იყო აღდგენითი ქირურგიის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი. არის ავტორი 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუხლისა და მხრის სახსრების პათოლოგიის შესწავლას. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის აღდგენითი ქირურგიის განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი.

1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მუხლის სახსრის დაზიანებულ მენისკთა ადრეული და რადიკალური მკურნალობის კლინიკო–მორფოლოგიური დასაბუთება.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 159.
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012 გვ. 340

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]