ნომარქოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნომარქოსინომის მმართველი ძველ ეგვიპტეში. ნომარქოსის თანამდებობის ძველი ეგვიპტური სახელწოდებაა „ა(ნ)ჯ-მერ“ — „ის ვინც არხს თხრის“. ნომარქოსი სათავეში ედგა ნომის ადმინისტრაციულ აპარატს, მართლმსაჯულებას, ჯარს და განაგებდა მთელ სამეურნეო საქმიანობას. სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის პერიოდში ნომარქოსები დამოუკიდებლობას აღწევდნენ და მათი თანამდებობა მემკვიდრეობითი ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]