ნოა კირელი
ნოა კირელი | |
---|---|
נועה קירל | |
კირელი 2023 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 აპრილი, 2001 |
დაბ. ადგილი | რაანანა |
წარმოშობა | ისრაელი |
ეროვნება | Israeli Jews[1] [2] [3] [4] , სეფარდები[1] [5] [4] [3] [6] , Mizrahi Jews[1] [5] [4] [3] [6] და აშქენაზები[1] [2] [5] [7] [6] |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, საცეკვაო პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი, მსახიობი |
აქტიური | 2015 — |
ლეიბლ(ებ)ი | Atlantic Records, NMC, Roberto Music |
საიტი | noakirel.com |
ნოა კირელი ვიკისაწყობში |
ნოა კირელი (ებრ: נועה קירל; დ. 10 აპრილი, 2001) — ისრაელელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, მსახიობი, მოდელი, ტელეწამყვანი და რეალითი სატელევიზიო შოუ "Got Talent"-ის ჟიურის წევრი ისრაელში. მან MTV ევროპის მუსიკალური ჯილდო საუკეთესო ისრაელელი მომღერლის ჯილდო ხუთჯერ 2017 წლიდან 2022 წლამდე მოიგო.[8][9] მან ისრაელი ევროვიზია 2023-ზე სიმღერით "Unicorn" წარადგინა და მესამე ადგილი დაიკავა.[10][11][12]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოია კირელი დაიბადა ისრაელის ქალაქ რაანანაში.ის ილანას და ამირ კირელების უმცროსი შვილია. მას ჰყავს ორი უფროსი ძმა, ნივ კირელი და ოფრი კირელი. 2020 წლის თებერვალში კირელი გაიწვიეს ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) და მსახურობდა ჯარისკაცად.[13][14][15] ორწლიანი სავალდებულო სამსახური 2022 წლის 14 თებერვალს დასრულა.[16] მას ურთიერთობა ჰქონდა ისრაელელ მოდელთან და მსახიობ ტომერ ჰაკოენთან 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის დასაწყისამდე.[17] 2023 წლის 28 ივლისიდან მან დაიწყო შეხვედრა ისრაელელ ფეხბურთის მეკარესთან დანიელ პერეცთან.[18][19][20]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს მან თავისი პირველი სიმღერა "Medabrim?" YouTube-ზე შეასრულა. მისი წარმატების შემდეგ, იმ წელს მან გამოუშვა კიდევ ერთი სიმღერა სახელად Killer. Israeli Kids' Choice Awards-ზე 2016 წლის ბოლოს ნოა კირელმა მიიღო ჯილდო „წლის მომღერალი". 2017 წლის ნოემბერში მან წარმოადგინა ისრაელი 2017 წლის MTV Europe Music Awards-ზე, საერთაშორისო შემსრულებლის კატეგორიაში. 2018 წლის 28 თებერვალს, ის პირველად გამოჩნდა Israel's Got Talent-ში, სადაც კირელი ოთხი ჟიურის წევრიდან ერთ-ერთი იყო - 16 წლის კირელი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა,რომელიც მეგაშოუს ჟიური იყო. ის ამვე შოუს მეორე სეზონის ჟიურის წევრიც იყო. 2020 წლის ივნისში კირელმა გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ ლეიბლ Atlantic Records-თან.[21] 2021 წლის 14 ივლისს მან გამოუშვა თავისი პირველი საერთაშორისო სინგლი, "Please Don't Suck".[22]
ევროვიზია 2023
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 11 ივლისს ნოა კირელი ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა(Kan11), ისრაელის წარმომადგენლად აირჩია ევროვიზია 2023-ზე.[23] კირელის საევროვიზიო სიმღერა, "Unicorn" 2023 წლის 8 მარტს გამოვიდა. სიმღერის შესრულების გარდა, ის სიმღერის თანაავტორი და კომპოზიტორიცაა.[24] ის ევროვიზია 2023-ის პირველ ნახევარფინალში მონაწილეობდა და ფინალში გადავიდა.[25] მან ფინალში 362 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და პროფესიონალი ჟიურისგან მეორე ყველაზე მეტი ხმა მიიღო.[26]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.mako.co.il/music-eurovision/2023/Article-9e5575385690881026.htm
- ↑ 2.0 2.1 https://www.mako.co.il/news-channel2/Weekend-Newscast-q2_2019/Article-da3fcea82006a61004.htm
- ↑ 3.0 3.1 3.2 https://www.inn.co.il/news/601547
- ↑ 4.0 4.1 4.2 https://www.ynetnews.com/article/sy924xgsn
- ↑ 5.0 5.1 5.2 https://eurovisionworld.com/esc/noa-kirel-from-israel-i-was-a-bit-afraid-of-eurovision
- ↑ 6.0 6.1 6.2 https://www.youtube.com/watch?v=1cO-5WFsnBo&t=694
- ↑ https://www.mako.co.il/mako-vod-shorts/ulpan_shishi-s1/VOD-4bb94971f6ee281027.htm
- ↑ „Here's the full list of MTV EMA 2017 winners - NME“. NME. 12 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2019. ციტირების თარიღი: 19 February 2022.
- ↑ Reiher, Andrea (3 November 2019). „MTV EMA 2019 Winners & Nominees Full List“. Heavy.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2019. ციტირების თარიღი: 19 February 2022.
- ↑ Eurovision Song Contest (10 August 2022). „Noa Kirel will definitely represent Israel in 2023“. eurovision.tv (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2022. ციტირების თარიღი: 16 September 2022.
- ↑ בוקר, רן (2023-01-17). „נבחר השיר של נועה קירל לאירוויזיון 2023: כל הפרטים“. Ynet (ებრაული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2023. ციტირების თარიღი: 2023-01-17.
- ↑ Sweden's Loreen wins the Eurovision Song Contest 2023 en (2023-05-14). ციტირების თარიღი: 2023-05-13
- ↑ „Why Teen Pop Star Noa Kirel Chose to Leave the Limelight to Serve in Israeli Military“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 September 2022. ციტირების თარიღი: 4 September 2022.
- ↑ מתנת גיוס: צה"ל יקים הרכב מוזיקלי מיוחד עבור נועה קירל. ციტირების თარიღი: 4 September 2022
- ↑ Eglash, Ruth (2020-07-31). „A teenage pop sensation becomes a soldier, and the Israeli army tries to cope“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2020. ციტირების თარიღი: 2020-08-01.
- ↑ החוגר נגזר: נועה קירל השתחררה מצה"ל (14 February 2022). ციტირების თარიღი: 4 September 2022
- ↑ היא אישרה: נועה קירל בזוגיות עם תומר הכהן - Mako.co.il (12 January 2022). ციტირების თარიღი: 19 February 2023
- ↑ https://www.bild.de/sport/fussball/bayern-muenchen/fc-bayern-so-stolz-ist-israel-auf-den-neuen-fcb-torwart-daniel-peretz-85154326.bild.html
- ↑ https://www.israelhayom.com/2023/08/24/noa-kirels-boyfriend-goalkeeper-daniel-peretz-to-sign-historic-deal-with-bayern-munich/
- ↑ https://www.israelhayom.co.il/celebrities/local-celebrities/article/14440039
- ↑ Pop star Noa Kirel signs multimillion-dollar deal with Atlantic Records, possibly largest ever for an Israeli artist en-US (2020-06-11). ციტირების თარიღი: 2021-04-14
- ↑ Halperin, Shirley. (2021-07-14) Israeli Pop Star Noa Kirel Sets Her Sights on the U.S. With Sassy English Single, 'Please Don't Suck' en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-21
- ↑ Boker, Ran (2022-07-11). „נועה קירל נבחרה לייצג את ישראל באירוויזיון 2023“ [Noa Kirel was chosen to represent Israel at the 2023 Eurovision Song Contest]. Ynet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2022. ციტირების თარიღი: 2022-07-11.
- ↑ Washak, James. (2023-03-08) 🇮🇱 Israel: Noa Kirel's Eurovision Entry "Unicorn" Released en-GB. ციტირების თარიღი: 2023-03-09
- ↑ „Israeli pop star Noa Kirel makes it to Eurovision finale“. Jerusalem Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2023. ციტირების თარიღი: 10 May 2023.
- ↑ Sweden's Loreen wins the Eurovision Song Contest 2023 en (2023-05-14). ციტირების თარიღი: 2023-05-13