ნიქტოფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიქტოფობია (ძვ. ბერძნ. νυκτός — ღამე და φόβος — შიში) - სიბნელის, ღამის, წყვდიადის შიში. ფართოდ გავრცელებული ფობია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ნიქტოფობია საკუთარ თავში არ გულისხმობს თავად სიბნელისა თუ წყვდიადის შიშს: ეს შეიძლება იყოს წყვდიადში არსებული საფრთხეების შიში.[1] სიბნელის შიში გარკვეულ დონეზე ბუნებრივია და განიხილება, როგორც ბავშვის განვითარების ფაზა.[2] როგორც წესი, სიბნელის შიში ბავშვებში არ ჩნდება 2 წლის ასაკამდე.[3]

იმ შემთხვევაში, თუ სიბნელის შიში პათოლოგიურ შიშად ყალიბდება, გამოიყენება სახელწოდება სკოტოფობია (ძვ. ბერძნ. σκότος – „წყვდიადი“), ან ლიგოფობია (ძვ. ბერძნ. λυγή – „ბინდი“).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. William Lyons (1985). Emotion, გვ. 75. ISBN 0521316391. 
  2. Adele Pillitteri (1995). Maternal and Child Health Nursing. ISBN 0397551134. 
  3. Jersild, Arthur T. (2007). Children's Fears. Read Books, გვ. 173. ISBN 1406758272. ]