ნიჟნი-ტაგილის დიმიტრი დონელის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ტაგილის დიმიტრი დონელის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის დიმიტრი დონელის ტაძარი — რუსეთი
ნიჟნი-ტაგილის დიმიტრი დონელის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°55′34″ ჩ. გ. 60°05′49″ ა. გ. / 57.92611° ჩ. გ. 60.09694° ა. გ. / 57.92611; 60.09694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რუსულ-ბიზანტიური
თარიღდება XXI საუკუნე

ნიჟნი-ტაგილის დიმიტრი დონელის ტაძარი (რუს. Храм Дмитрия Донского) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 2000-2003 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარმა თავისის სახელწოდება მიიღო სატანკო კოლონის „დიმიტრი დონელის“ სახელწოდების მიხედვით, რომელიც მორწმუნეების შემოწირულობებით ააგეს ნიჟნი-ტაგილის ქარხანაში. 2000 წელს ურალის ვაგონის ქარხნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეგროვებინათ ფულადი სახსრები სატანკო კოლონია „დიმიტრი დონელისათვის“.

ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 2000 წლის 25 სექტემბერს ურალის ვაგონის ქარხნის ცენტრალური გასასვლელის ახლოს. დაწყებული ტაძრის პირველი ქვა აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ. აგებული ტაძარი 2003 წლის პირველ ივნისს აკურთხა ეკატერინბურგისა და ვერხოტურის ეპისკოპოსმა ვიკენტიმ და ამავე დროიდან იწყება ღვთისმსახურება. 2004 წელს ტაძარმა ურალის ვაგონის ქარხნის ხელმძღვანელობისაგან მიიღო ხსოვნის წიგნი, რომელშიც შეტანილია 33 ათასი საბჭოთა მოქალაქე, დაკავშირებული ქარხანასთან, რომლებიც შეეწირნენ რეპრესიებს სტალინის დროს. 2010 წლის 17 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ურალის ფედერალურ ოლქში ნიკოლაი ვინნიჩენკომ, სვერდლოვსკის ოლქის ადმინისტრაციამ, ურალის ვაგონის ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ სიენკომ და მთავარეპისკოპოსმა ვიკენტიმ საზეიმო ვითარებაში გადასცეს დიმიტრი დონელის ტაძარი ეკატერინბურგის ეპარქიას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი დონელის ტაძარი აგებულია XI-XVI საუკუნეების ტრადიციული რუსული არქიტექტურის მიხედვით. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ნაგებია აგურისაგან. პროექტის ავტორია არქიტექტორი ვიაჩესლავ ნიკოლოზის ძე იჟიკოვი. ტაძრის კედლების მოხატულობა შესრულდა ძველი ხატმწერის დიონისეს სტილში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]