ნიჟნი-ნოვგოროდის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის ყველაწმინდის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის ყველაწმინდის ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის ყველაწმინდის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°20′00″ ჩ. გ. 43°58′16″ ა. გ. / 56.33333° ჩ. გ. 43.97111° ა. გ. / 56.33333; 43.97111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5230473000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1781-1785
დეტალები

ნიჟნი-ნოვგოროდის ყველაწმინდის ეკლესია (რუს. Всесвятская церковьа) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე როგორც სასაფლაოს ეკლესიების უმრავლესობას მასაც ყველაწმინდის სახელი ჰქვია, თუმცა მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მთავარანგელოზების პეტრესა და პავლეს სახელზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ნოვგოროდის ყველაწმინდის (ან პეტრეპავლეს) ეკლესია იყო პირველი ეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიაში. რუსეთის ქალაქების რეგულარული რეკონსტრუქცია დაიწყო 1763 წელს. 1775 წელს მოსკოვისა და პეტერბურგის ქვის მშენებლობის კომისიის დადგენილების თანახმად ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის ბარბარეს ქუჩაზე საერთო სასაფლაოსათვის გამოიყო თავისუფალი ადგილი, სადაც ჩადგეს მცირე ზომის სამლოცველო და შემოავლეს ღობე. 1781 წელს ააგეს პეტრე-პავლეს ეკლესია გუბერნის პირველი არქიტექტორის იაკობ ანანინის პროექტის მიხედვით. მთავარანგელოზების, პეტრესა და პავლეს სახელზე მთავარი საკურთხეველი მხოლოდ 1785 წელს აკურთხეს.

საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო კინოთეატრი „პიონერი“. ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს დაუბრუნდა 1990-იან წლებში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის შენობა შეიცავს ბაროკოს არქიტექტურული სტილის ელემენტებს. სამრეკლო საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს. მის ადგილზე 2014 წელს ააგეს ახალი, ორიარუსიანი სამრეკლო. ფანჯრის თამასები გამოყვანილია აგურისაგან. ეკლესია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსული ბაროკოს არქიტექტურული სტილის ერთადერთი შემონახული ნიმუშია ნიჟნი-ნოვგოროდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Филатов Н. Ф. Нижний Новгород. Архитектура XIV — начала XX века. — Нижний Новгород: РИЦ «Нижегородские новости», 1994. — ISBN 5-88452-008-5
  • Храмцовский Н. И. Краткий очерк истории и описание Нижнего Новгорода. — Нижний Новгород: Книги, 2005. — ISBN 5-94706-026-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]