ნინო სურგულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე (დ. 12 ოქტომბერი, 1977, თბილისი) — ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.[1] ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში. [2][1][3] სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან.[4] საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს[5][6] და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში.

მან ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010) და ქართულ ფილმებში ვალსი პეჩორაზე[7] და მეტიჩარა.[8]

ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდის Desire Tree-ის დამფუძნებელი, რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება.[9][10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]