ნინო მინდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო მინდაძე (დ. 5 ოქტომბერი, 1943, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1972-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და განყოფილების გამგე. 2006 წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ხალხური მედიცინა (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით).“ 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ქართული ხალხური სამედიცინო კულტურა.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები = Georgian folk medical traditions : კახეთი (ავტორი). თბილისი, საარი, 2005 გვ. 72
  • ქართული ხალხური მედიცინა : აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). თბილისი, მეცნიერება, 1981 გვ. 152

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006, თბ., 2012, გვ. 423

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]