ნიკონი (მოსკოვის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკონი.

ნიკონი (დ. 1605 – გ. 1681) – სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი 1652-1666 წლებში. 1653 წელს დაიწყო საეკლესიო რეფორმა, განიზრახა წმინდა წერილის ხელახალი თარგმნა, X-XII საუკუნეებში ძველ საეკლესიო სლავურზე შესრულებული თარგმანების გასწორება და კორექტირება. რეფორმებს წინააღმდეგობა გაუწია სასულიერო პირების ნაწილმა. მათ ნიკონის რეფორმები ერესად მონათლეს და აპოკალიფსის მოახლოებად მიიჩნიეს. ამ განხეთქილების ნიადაგზე წარმოიჩვნენ ძველმართლმადიდებლები. 1666-1667 წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მოიწონა ნიკონის რეფორმები. თუმცა, ამავე კრებამ, სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის სურვილის გამო ნიკონი გაასამართლა და დასაჯა, ხოლო ეკლესიის მართვის სადავეები მეფე ალექსი I-ს გადასცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]