ნიკოლოზ კოსენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ კოსენკო
სრული სახელი ნიკოლოზ ვასილის ძე კოსენკო
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1943
დაბ. ადგილი კრინიჩნოე, რსფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 ივლისი, 1993
გარდ. ადგილი დონის როსტოვი, რუსეთი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
პერიოდი 1982-1993
ჟანრი პროზა
მიმდინარეობა საბავშვო ლიტერატურა

ნიკოლოზ კოსენკო (რუს. Николай Васильевич Косенко; დ. 23 მაისი, 1943, კრინიჩნოე, რსფსრ, სსრკ — გ. 22 ივლისი, 1993, დონის როსტოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა მწერალი. რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი (1991).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ კოსენკო 1943 წლის 23 მაისს ვორონეჟის ოლქის სოფელ კრინიჩნოეში დაიბადა. მომავალი მწერლის ბავშვობის წლებმა სოფელში განვლო, სადაც მან სკოლა დაამთავრა. 1961 წელს დონის როსტოვში გადასახლდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ მუშაობდა მეამწედ, მტვირთავად, ელექტრიკოსად. 1977 წელს დაამთავრა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ლიტერატურულ ჟურნალში „დონი“, 1992 წლიდან ნიკოლოზ კოსენკო მუშაობდა გაზეთ „Крестьянин“-ის (ქართ. გლეხი) ლიტერატურულ თანამშრომლად.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ კოსენკოს პირველი წიგნი „Редкие звезды“ (ქართ. იშვიათი ვარსკვლავები) 1982 წელს გამოიცა. მომდევნო წიგნში „Среди добрых людей“ (ქართ. კეთილ ადამიანებს შორის), მწერალი მისთვის ასე ნაცნობ სოფლის მაცხოვრებელთა ცხოვრებას აღწერს.

მასვე ეკუთვნის ბავშვებისა და ქალაქის ახალგაზრდობისთვის, რომლებიც საზაფხულო არდადეგებს სოფლად ატარებენ დაწერილი თხზულება „Каникулы в Апимондии“ (ქართ. აპიმონდიის არდადეგები).

1991 წელს ნიკოლოზ კოსენკო, როგორც პროზაიკოსი, მიიღეს რუსეთის მწერალთა კავშირში.

ნიკოლოზ კოსენკო გარდაიცვალა 1993 წლის 22 ივლისს. დაკრძალულია როსტოვის ჩრდილოეთ სასაფლაოზე.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემულია მწერლის შემდეგი ნაწარმოებები:

  • Редкие звезды. Повесть, рассказы. - Ростов н/Д: Кн. изд-во, 1982.
  • Среди добрых людей. Повести и рассказы. - Ростов н/Д: Кн. изд-во, 1987.
  • Косенко, Н. Каникулы в Апимондии: три урока природы / Н. В. Косенко; худож. Н. Я. Бойко.- Ростов н/Д: Ростовское книжное изд-во, 1988. – 176 с.: ил. (Рассказы о профессии)
  • Холодное пламя заката. Повести и рассказы. М.: Современник, 1989.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мирошниченко, М. На виду у села / М.Мирошниченко // Шолоховское притяжение. – Ростов н/Д, 1991. – С.205-207.
  • Егоров, Н. Другая жизнь / Н.Егоров // Приазовский край. – 1993. – 28 окт.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]