ნიკოლაი პანინის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი პანინის საცხოვრებელი სახლი
რუს. Жилой дом Николая Панина
კოორდინატები 47°13′00″N 39°43′03″E / 47.216664° ჩ. გ. 39.717508° ა. გ. / 47.216664; 39.717508
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ევგენი გულინი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
გახსნის თარიღი 1910

ნიკოლაი პანინის საცხოვრებელი სახლი (რუს. Жилой дом Николая Панина) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1910 წელს არქიტექტორ ევგენი გულინის პროექტის მიხედვით მოდერნის სტილში[1]. მდებარეობს მისამართზე: ულიანოვსკის ქუჩა № 39. ეკუთვნოდა ვაჭარ ნიკოლაი პანინს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აგებულია არქიტექტორ ევგენი გულინის პროექტის მიხედვით, ვაჭარ ნიკოლაი პანინის დაფინანსებით[2][3]. სახლი დგას სტაროობრიადცების ეკლესიის მახლობლად[1]. ნიკოლაი პანინის სახლში განთავსებული იყო სტაროობრიადცების მოხუცთა თავშესაფარი[2]. სახლის მფლობელი ნიკოლაი პანინი იყო სტაროობრიადცების თემის მამასახლისი და ანდერძის მიხედვით გარდაცვალების შემდეგ სახლს ეკლესიას უტოვებდა.

საბჭოტა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1920-ან წლებში მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია[1]. როსტოვის ოლქის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით ნიკოლაი პანინის სახლი სახელმწიფო დაცვის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[4].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაი პანინის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ულიანოვის ქუჩაზე სტაროობრიადცების ეკლესიის ფასადის პირდაპირ[2]. ორსართულიან ნაგებობას სწორკუთხა გეგმა აქვს. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ნაგებობას ადგას წვეტიანი გუმბათი. არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ნაგებობის იერსახე ხასიათდება თაბაშირის გაფორმებით. პირველი სართულის ფანჯრები სწორკუთხა ფორმისაა, ხოლო მეორე სართულისას გააჩნია ნახევრადწრიული ფორმა. ფანჯრის მიდამოები მორთულია გეომეტრიული ფიგურებით. ნაგებობას მთავარი შესასვლელი აქვს ფასადის მარჯვენა მხარეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 137—138. — ISBN 5-8456-0489-3.
  2. 2.0 2.1 2.2 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 29. — ISBN 5-98155-014-7.
  3. История старообрядческой Общины в Ростове-на-Дону. izdrevle.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-30.
  4. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-28.