ნიკოლაი ბურჩაკ-აბრამოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი ბურჩაკ-აბრამოვიჩი

ნიკოლაი ბურჩაკ-აბრამოვიჩი (დ. 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი), 1900[1]/1902, მარტინოვკა, რუსეთის იმპერია — გ. 15 ოქტომბერი, 1997, თბილისი, საქართველო) — საბჭოთა მეცნიერი, პალეონტოლოგი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1955); სწავლობდა გვიანი კაინოზოური პერიოდის ძუძუმწოვრებს და ფრინველებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს ქალაქ ჟიტომირის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო „Oswiata Narodokpy“-ის ინსტიტუტში. 1925 წელს დაამთავრა ჟიტომირის პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტი, შემდეგ 1928 წელს კიევის სახალხო განათლების დრაჰომანოვის სახელობის ინსტიტუტი.

დიდი სამამულო ომის დროს მუშაობდა ყაზახეთში[2] (ტურგაი), ურალში სპეციალური დანიშნულების ექსპედიციებზე, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 1943-1946 წლებში იყო პალეონტოლოგიური ინსტიტუტის დოქტორანტი. მუშაობდა თბილისში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. 1950-იან წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის საბუნებისმეტყველო მუზეუმის თანამშრომელი[3].

1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1955 წელს — დოქტორანტურა. ავტორია 300-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის ორი მონოგრაფიის — „კავკასიისა და სამხრეთ უკრაინის ნამარხი სირაქლემები“ (1953, ბაქო) და „ძველი სამყაროს ნამარხი ხარები. T. 1“ (1957, ბაქო)[4]. ნამარხი ფრინველებისა და ძუძუმწოვრების გარდა, ის ასევე დაინტერესებული იყო ბუნების შენარჩუნებით, რელიქტური ჰომინიდებით, თურანული ვეფხვით და ბუნების მეცნიერების ისტორიით. მას ჰქონდა ნამარხი ზედა პლეისტოცენის ფრინველების დიდი პალეო-ორნითოლოგიური კოლექცია ბინაგადის ადგილიდან (ბაქო, აზერბაიჯანი)[5] აღსანიშნავია, რომ ნ. ბურჩაკ-აბრამოვიჩი იმყოფებოდა აფხაზი ლეგენდარული ქალის ზანას ვაჟის საფლავის გახსნისას[6].

გარდაიცვალა 1997 წლის 15 ოქტომბერს თბილისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქელაძე გ., „თოვლის კაცის ძიებაში“//გაზ. „ასავალ-დასავალი“, 3 მარტი, 1992

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zlatozar Nikolaev Boev, In memoriam. Prof. Dr. Nikolay Burchak-Abramovich passed away / In memoriam. Почина проф. д-р Николай Бурчак-Абрамович
  2. Боев, З. 2008. Политика на глада. - Усури, 4 (50): 82-85.
  3. Именной указатель. ციტირების თარიღი: 2015-11-11
  4. Бурчак-Абрамович Николай Иосифович. ციტირების თარიღი: 2015-11-11
  5. Boev, Z. 2010. Prof. Nikolay Burchak-Abramovich's private collection of Late Pleistocene birds from Binagada (Azerbaijan) - a lost treasure of avian paleontology: general review of the exploration of the site and its scientific value. – Proc. 5th Int. Meet. Europ. Bird Curators. - Nat. Hist. Mus. Vienna, Vienna, January 2010: 169-198.
  6. По следам абхазских… негров. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2015-11-11.