ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია
ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნიგოითი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული
თარიღდება XX საუკუნე

ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგოითში. ეკლესია ააგეს 1989 წელს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიულ აფსიდიანია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს წმინდა მარიამის ეკლესიის აღმოსავლეთით, 12 მეტრში. .ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიულ აფსიდიანია. დასავლეთით თაღიანი კარი აქვს გაჭრილი, რომელიც მორთულია მცენარეული მოტივის რელიეფური ორნამენტებით. ეკლესია სამი თაღიანი სარკმლით ნათდება, ასევე ეს სარკმლები რელიეფური ორნამენტებითაა შემკული. ეკლესიის სახურავი გადახურულია თუნუქით. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17326