ნეიროგრაფიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეიროგრაფიკა (რუს. НейроГрафика; ბერძ. Neuron - ნერვი და grapho - გრაფიკა) — ცნობიერების ტრანსფორმაციის გრაფიკული მეთოდი. რაც იმას გულისხმობს, რომ თერაპია თავიდან ბოლომდე მიმდინარეობს გრაფიკულად, ანუ ხატვის პროცესით. ის ქვეცნობიერთან კომუნიკაციის ვიზუალური საშუალებაა. ტექნიკა 2014 წელს შეიმუშავა რუსმა მხატვარმა, ფსიქოლოგმა, ფილოსოფოსმა პავლე პისკარიოვმა[1] და დღეს საკმაოდ გავრცელებულია. ეს არის ცნობიერების გარდაქმნის გრაფიკული მეთოდი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ნეირონული კავშირები თავის ტვინში და, შესაბამისად, შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. საჭიროა მხოლოდ ფურცელი, ფანქრები და მარკერები.

ნეიროგრაფიკა — ეს პირადი აღმოჩენების, შემოქმედებითი ძიების, მეცნიერული დახვეწის, საველე პრაქტიკისა და უნიკალური გრაფიკული ენის შედეგია.

ნეიროგრაფიკა არ არის ხატვა, არ არის ფსიქოთერაპია ან თავის შექცევა და ყურადღების გადატანა. ის არის ხატვაც, არტიც, ფსიქოთერაპიაც, ყურადღების გადატანაც, სიამოვნებაც, ძიებაც და მოგზაურობაც საკუთარ არაცნობიერში მისი ტრანსფორმაციის მიზნით.

ვიკიციტატა
„ნეიროგრაფიკა ეხმარება ადამიანში რაციონალურისა და ირაციონალურის დაკავშირებას. ნეიროგრაფიკულ ნახატში ხაზები, კომპოზიცია და ფერი ღრმა აზრის მატარებელია. ეს არის სიმბოლოები, რომელიც დამხატველის ქვეცნობიერის მიერაა დაშიფრული. ხატვის პროცესში ის თავისი პრობლემის გადაჭრის გზას ეძებს. ამგვარად აორგანიზებს, ალაგებს თავის აზროვნებას ქვეცნობიერ დონეზე.“
                                                                                       პავლე პისკარიოვი

მეთოდის ავტორი ამტკიცებს, რომ ნეიროგრაფიკა:

  • ადამიანს თავიდან აშორებს დამთრგუნველ დანაშაულის გრძნობას, რისხვას, სირცხვილსა და სხვა ემოციებს, რომელიც წარმოქმნილია ფსიქოლოგიური ტრავმით;
  • ავარჯიშებს ფსიქიკურ მდგრადობას, ამშვიდებს;
  • ეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, მიზნებისა და სოციალური გარემოცვის ჩამოყალიბებაში;
  • იძლევა შთაგონების მიღწევისა და პრობლემის არასტანდარტული ორიგინალური გადაწყვეტის საშუალებას.[2]

დღეს ნევროგრაფიკა პოპულარობას იძენს მთელს მსოფლიოში, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებში, რომლებმაც უკვე ტრენდად აქციეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]