ნახშირგორის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახშირგორის სამაროვანი ― არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, მდინარე ვერეს მარცხენა მხარეს, ზეგანზე, სოფელ ნახშირგორის ტერიტორიაზე.

გათხრილია VII-VIII საუკუნეების სამაროვანი. შეიცავს ფილაქვებით ნაგებ 1 მეტრამდე სიგრძის ქვაყუთებს, რომლებიც უპირატესად საოჯახო სამარხებია. გაითხარა 1955 წელს ო. ტყეშელაშვილის მიერ. აღმოჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანისთვის დამახასიათებელი მასალა: ბრინჯაოსა და მინის სამკაული.

სოფლის დასავლეთით, ქობარა-ველის ფერდობზე, 1948 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. IV-III საუკუნეების სამარხი.

1952 წელს სკოლის ეზოში აღმოჩნდა გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი, რომელშიც თიხის ორი ჭურჭელი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 355.
  • ტყეშელაშვილი ო., „არქეოლოგიური დაზვერვები თბილისსა და მის მიდამოებში“ // „თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-გეოგრაფიული მუზეუმის შრომები“, ტ. 1. 1966