ნაცარქექია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაცარქექია — ქართული ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი. ნაცარქექია ფიზიკურად უძლურია, მაგრამ მოხერხებით დევებს იგერიებს და იმორჩილებს. ეს პერსონაჟი მხოლოდ ქართულ ფოლკლორში არ გვხვდება, ნაცარქექიას როგორც სახელწოდება, ასევე სახე, სიუჟეტური მოტივები გავრცელებულია კავკასიის ხალხთა ფოლკლორში, ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მასთან დაკავშირებული ცალკეული მოტივები შეკრულია ერთ მტკიცედ ჩამოტალიბებულ სიუჟეტში, ცნობილია ორი ძირითადი ვარიანტი:

  • ნაცარქექია ზარმაცია, მაგრამ აზრიანი და მოხერხებული. მატყუარა და ბაქია ნაცარქექია დევებს საკუთარი სახლიდან გააძევებს და მათ ქონებას დაეპატრონება.
  • უქნარა ნაცარქექია ცოლის დაჟინებული მოქმედებით თანდათანობით შრომაში ებმება და სამაგალითო მეოჯახე ხდება. ნაცარქექიას სახით არის შთაგონებული ა. წერეთლის, ა. შანშიაშვილის, დ. შენგელაიას, ს. კლდიაშვილის, გ. ნახუცრიშვილის, პ. კაკაბაძისა და სხვათა ზოგი თხზულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზანდუკელი ფ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 339, თბ., 1984 წელი.
  • ვირსალაძე ე., პ. კაკაბაძის დრამატურგიის ხალხური წყაროები, «მნათობი», 1976, № 6;
  • ღვინიაშვილი ა., ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1972;
  • ჩიქობანი მ., ქართული ხალხური სიტყვიეტების ისტორია, თბ., 1956;
  • მისივე, გონების ძალა, კრ.: ქართული ფოლკლორი, ტ. 9, თბ., 1979.