ნატალია სუხანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია სუხანოვა
სრული სახელი ნატალია ალექსანდრეს ასული სუხანოვა
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1931
დაბადების ადგილი ტომსკი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 ივნისი, 2016
გარდაცვალების ადგილი დონის როსტოვი, რუსეთი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
ჟანრი პოეზია

ნატალია სუხანოვა (რუს. Наталья Александровна Суханова; დ. 10 ივნისი, 1931, ტომსკი, რსფსრ, სსრკ — გ. 13 ივნისი, 2016, დონის როსტოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მწერალი. სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია სუხანოვა 1931 წლის 10 ივნისს ქალაქ ტომსკში დაიბადა[1]. 1939 წელს ოჯახთან ერთად სტავროპოლის მხარის ქალაქ ჟელეზნოვოსკში გადასახლდა. დიდი სამამულო ომის დროს ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა გერმანული ოკუპაცია. პირველი ლექსების წერა ცხრა წლის ასაკში დაიწყო.

1952 წელს დაამთავრა მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კალინინის ოლქში ნოტარიუსად მუშაობდა, შემდეგ აირჩიეს და მუშაობდა კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად. მოგვიანებით მუშაობდა ექსკურსიამძღოლად პიატიგორსკში, ჟურნალისტად ქალაქ ტირნიაუზში (ყაბარდო-ბალყარეთი), მდივან-მბეჭდავად ტაგანროგის რადიოტექნიკურ ინსტიტუტში[2].

მისი ნაწარმოებების ბეჭდვა 1961 წელს ჟურნალ „Молодая гвардия“-ში (ქართ. ახალგაზრდული გვარდია) დაიწყო[3]. იქ მისი მოთხრობები „Иванькинская певица“ (ქართ. ივანკინელი მომღერალი) და „Эстафета“ (ქართ. ესტაფეტა) გამოქვეყნდა. 1966 წელს ჟურნალ „Дон“-ში (ქართ. დონი) მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა.

სუხანოვა ძირითადად ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებს წერდა („В пещерах мурозавра“ (ქართ. მუროზავრის გამოქვაბულებში), „Ошибка размером в столетие“ (ქართ. ასწლეულის ზომის შეცდომა), „Учитесь видеть сны“ (ქართ. ისწავლეთ სიზმრების ხილვა)). ყველაზე დიდი აღიარება მოიპოვეს მისმა თხზულებებმა და მოთხრობებმა: „Когда становятся короче дни“ (ქართ. როდესაც დღეები მოკლდება), „Острый серп луны“ (ქართ. მთვარის ბასრი ნამგალი), „Под частыми звёздами“ (ქართ. ხშირი ვარსკვლავების ქვეშ), „От всякого древа“ (ქართ. ყველანაირი ხეებიდან), „Кадриль“ (ქართ. კადრილი), „Весеннее солнце зимы“ (ქართ. ზამთრის გაზაფხულის მზე), „Зал ожидания“ (ქართ. მოსაცდელი დარბაზი) და სხვა, აგრეთვე საბავშვო და ახალგაზრდულმა ნაწარმოებებმა — „В пещерах мурозавра“ (ქართ. მუროზავრის გამოქვაბულებში), „Многоэтажная планета“ (ქართ. მრავალსართულიანი პლანეტა), „Подкидыш“ (ქართ. მიგდებული ბავშვი), „Сказка о Юппи“ (ქართ. ზღაპარი იუპიზე) და სხვ.

1967 წელს გაწევრიანდა სსრკ-ის მწერალთა კავშირში, 1991 წლიდან იყო რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

ჟურნალ „Ковчег“-ში (ქართ. კიდობანი) დაიბეჭდა მისი თხზულებები „Зелёное яблоко“ (ქართ. მწვანე ვაშლი), „Трансфинит. Человек трансфинитный“ (ქართ. ტრანსფინიტი. ტრანსფინიტული ადამიანი), „Студентка“ (ქართ. სტუდენტი) და „Озерища“ (ქართ. ტბა).

იყო რუსეთის მწერალთა კავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შედიოდა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტსა და საკოორდინაციო საბჭოში. ცხოვრობდა დონის როსტოვში. გარდაიცვალა 2016 წლის 13 ივნისს[4].

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Суханова Н. Соседи. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1965. — ??? с.
  2. Суханова Н. Когда становятся короче дни. — М.: Молодая гвардия, 1971. — ??? с.
  3. Суханова Н. Острый серп луны. Повести и рассказы. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1974. — 192 с.
  4. Суханова Н. Кадриль. Повесть и рассказы. — М.: Современник, 1976. — 176 с.
  5. Суханова Н. Под частыми звездами (повесть). — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1977. — 192 с.
  6. Суханова Н. В пещерах Мурозавра. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1978. — 126 с. (Журнальный вариант "Пароль ФФ" / Дон.-1978.-№3-№4)
  7. Суханова Н. Весеннее солнце зимы. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981. — 224 с.
  8. Суханова Н. Многоэтажная планета. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1982. — 112 с.
  9. Суханова Н. От всякого древа — М.: Советская Россия, 1984. — 272 с.
  10. Суханова Н. Под частыми звездами. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1985. — 207 с.
  11. Суханова Н. Подкидыш. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1989. — 287 с.
  12. Суханова Н. Зал ожидания. Рассказы. — М.: Современник, 1990. — 253 с.
  13. Суханова Н. Сказка о Юппи. — Ростов-на-Дону: ПИК «А», 1991. — 106 с.
  14. Суханова Н. Зеленое яблоко: Повести и рассказы. — Ростов-на-Дону: Старые русские, 2006. — 432 с — ISBN 5-901377-14-1.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Алиева С. Действенная доброта// Литературная Россия.-23 дек. — 1983.- № 52.
  • Джичоева Е. «В пещерах мурозавра». Приключения в таинственной стране//Комсомолец.- 1979.- 19 янв.
  • Кантор В. Наталья Суханова Многоэтажная планета. Фантастическая повесть//Детская литература № 8.- 1983.-С.63-64.
  • Донской временник. Интервью с писательницей. 2006.
  • Стрелкова И. В разных жанрах //Лит. Обозрение.-1980.-№ 6.-с. 53-54.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мацуев Н. Русские советские писатели. 1917—1967. — М.: СП, 1981. — С. 207.
  2. Суханова Наталья Алексеевна // Энциклопедия фантастики: Кто есть кто / Под ред. Вл. Гакова. — Минск: ИКО «Галаксиас», 1995. — С. 545—546.
  3. Писатели Дона. Биобиблиографический указатель. — Ростов-на-Дону, 1986.
  4. Собств. инф. Скончалась Наталья Алексеевна Суханова // donpisatel.ru. — 2016. — 15 июня.