ნარისჯაგა
იერსახე
| ნარისჯაგა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Carlina vulgaris L. | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ნარისჯაგა (ლათ. Carlina vulgaris) — ორწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო – 15-50 სმ სიმაღლის, სწორი, აბლაბუდისებურად შებუსული, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ტყავისებურია, ჩხვლეტია კბილებით. ქვედა ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა. კალათები 2,5 სმ დიამეტრისაა, ყვავილები – მეწამულ-ყვითელია. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე – ტყეებში, მდელოებზე, მშრალ ფერდობებზე, გზისპირებზე და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ირანს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 224.